შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან და რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში, ცოტა გაუგებარია

“მეტ-ნაკლებად ოპოზიცია არ მუშაობს და საინტერესოა საერთოდ, წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან და რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში, ცოტა გაუგებარია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გვაქვს სხდომაზე არ დასწრების წერილები. კერძოდ, „ეროვნულ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ მოგვმართავს, რომ არ დაესწრებიან დღევანდელ სხდომას. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება, თამარ კორძაია არ დაესწრება, თამარ ჩარკვიანი არ დაესწრება, „მოქალაქეებიც“ გააცდენენ, დავით ბაქრაძეც არ იქნება, არმაზ ახვლედიანი მოგვაკლდება დღეს, „ევრო ოპტიმისტებიც“ ამჯობინებენ რომ არ იმუშაონ. მეტ-ნაკლებად ოპოზიცია არ მუშაობს და საინტერესოა საერთოდ, წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან და რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში, ცოტა გაუგებარია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები