ქადაგიშვილი – ზურაბიშვილის ინიციატივაზე: პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გასულია

“პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გასულია, მცდელობაა, ხალხს შეასაღონ, რომ არსებობს ახალი მიზიდულობის ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ელექტორატს ვერ გასცდება, მაგრამ არც ეს პარტიები გადალახავენ ბარიერს ცალ-ცალკე. პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გასულია. ეს ტვირთი თავის თავზე სალომე ზურაბიშვილმა აიღო, რადგან უნდათ, რომ გაერთიანებას რამენაირად სოლიდურობა შესძინონ. ხალხი ხედავს, რომ ისინი, ვინც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, დღეს ერთად სხდებიან და სკამების გამო? – უნდათ, რამენაირად სალომე ზურაბიშვილის საშუალებით ამ პროცესს სოლიდურობა შემატონ“, – განაცხადა  ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები