თამარ მახარაშვილი: 2 100 სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასეთ დიდ საქმეს და დიდ ამოცანას როდესაც შეეჭიდები, ბუნებრივია, ამას გამოწვევები თან ახლავს, მაგრამ პროცესი გვაქვს, რა თქმა უნდა, გააზრებული
2 100 სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასეთ დიდ საქმეს და დიდ ამოცანას როდესაც შეეჭიდები, ბუნებრივია, ამას გამოწვევები თან ახლავს, მაგრამ პროცესი გვაქვს, რა თქმა უნდა, გააზრებული, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, არის გამოწვევები, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ვადაში, კონკრეტულ დროში ვერ ხდება დასრულება რეაბილიტაციისა, თუმცა ტრანსპორტირების პროგრამიდან დაწყებული, ალტერნატიული ფართით დასრულებული, უზრუნველყოფილია.
„ნება მიბოძეთ, პირველ რიგში, ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. წელს 50 ათასზე მეტმა პირველკლასელმა პირველად შეაღო სკოლის კარი და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით 7 ათასია, მათ შორის, ამ 50 ათასში, ვინც სწორედ ამ ცვლილების მიხედვით, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც მივეცით საშუალება, რომ შესულიყვნენ პირველ კლასში.
უმნიშვნელოვანესია რა სიტუაცია დახვდებათ მათ სკოლაში და რადგანაც შეკითხვა სწორედ ინფრასტრუქტურას მიემართება, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ სრულიად გვაქვს გააზრებული ინფრასტრუქტურის როლი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხიან განათლებაზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე. ეს ციფრები, რაც თქვენ დაასახელეთ, გიდასტურებთ, რომ 60 სკოლა სექტემბერ-ოქტომბერში, მთლიანობაში წლის ბოლომდე ასი სკოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სექტემბრამდე ჩვენ ახალ რეაბილიტირებულ სკოლებში არ შევუშვით ჩვენი მოსწავლეები. რაც მახსენდება, სექტემბრისთვის მხოლოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან, ოცამდე ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში შევიდნენ ჩვენი პირველკლასელები. ამას ემატება მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან რეაბილიტირებული სკოლები და რასაკვირველია, აჭარაშიც მოხერხდა რამდენიმე სკოლის გახსნა.
ეს ისეთი პროცესია, ჩვენ ძალიან მოკლევადიან გეგმაშიც კი შეგვიძლია გითხრათ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რამდენი სკოლა და ვთქვათ, წლის ბოლომდე რამდენი სკოლა იქნება რეაბილიტირებული.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი პროცესი წამოიწყო მთავრობამ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2 100 სკოლა გვაქვს ჩვენ სივრცეში და არცთუ ისე სახარბიელო, მარტივად რომ გითხრათ, მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ და შესაბამისად, 2 100 სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასეთ დიდ საქმეს და დიდ ამოცანას როდესაც შეეჭიდები, ბუნებრივია, ამას გამოწვევები თან ახლავს, მაგრამ პროცესი გვაქვს, რა თქმა უნდა, გააზრებული, პროცედურა ისე დალაგებული, რომ თავის ვადასა და დროში დასრულდეს მშენებლობა-რეაბილიტაციები. არის გამოწვევები, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ვადაში, კონკრეტულ დროში ვერ ხდება დასრულება რეაბილიტაციისა, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ტრანსპორტირების პროგრამიდან დაწყებული, ალტერნატიული ფართით დასრულებული, ლოგიკურია, რომ ეს პროცედურები ყველაფერი წინ ახლავს იმას, რომ ჩვენი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოდ და ხარისხიანად.
აქვე უნდა ვთქვა, ჩვენვე ვისიგრძეგანებთ იმ გამოწვევას, რომელიც არის დაკავშირებული, მეორე ცვლასთან. რიგ შემთხვევაში არის მესამე ცვლაში, მაგრამ ცალსახად მინდა აქვე გითხრათ, რომ ამხელა პროცესის დაორგანიზება და ამ ამოცანის შეჭიდება, რომ ამდენი სკოლის, არა 5, 10, 50 სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესს რომ მივხედოთ, ბუნებრივია, რომ თავისთავად იქნება ამ ტიპის გამოწვევები“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.