პრეზიდენტი პარტიებს – “ძლიერი საქართველოს“ და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარტიებს – „ძლიერი საქართველოს“ და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა.
“საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი, მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში. მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მათ ხელშია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.