ჭიათურაში “მესვეტეობა – 2024“ გაიმართა

ჭიათურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 14 სექტემბერს, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე “მესვეტეობა- 2024“ გაიმართა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი – გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„მესვეტეობა-2024 „-ის ფარგლებში ჩატარდა სადღესასწაულო წირვა, მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა,

დეგუსტაცია, მასტერკლასები. ბუნებრივ კლდეზე ცოცვაზე გაიმართა შეჯიბრება.

კულტურის ცენტრის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტებმა სტუმრებს მესვეტეობის დღესასწაულის ისტორიული მნიშვნელობა გააცნეს და ხაზი გაუსვეს მესვეტე მამების უდიდეს ღვაწლს, რომლებიც სვეტის ტერიტორიაზე მე-6 საუკუნიდან დამკვიდრდნენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა, შემდეგ კი საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

გივი მოდებაძის თქმით, მესვეტეობის დღესასწაული საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისათვის და მისი მასშტაბურად აღნიშვნის ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდება.

„ ასეთი ღონისძიება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას,არამედ ტრადიციების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს”, – განაცხადა ჭიათურის მერმა.

„მესვეტეობა -2024 „ კონცერტით დასრულდა,სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები