ზაალ ანჯაფარიძე: 2012 წელს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ შტაბიდან წაიღეს ალტერნატიული გამოკითხვების მონაცემები, რომლებიც აჩვენებდნენ „ნაცმოძრაობის“ გარდაუვალ მარცხს
“საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ დატრიალდა უკვე ბევრჯერ დაკრული გაფუჭებული ფირფიტა, თითქოს 2012 წელს „ნაცმოძრაობამ“ ნებაყოფლობით დათმო ძალაუფლება, ხოლო არჩევნებზე საქართველოში ჩამოსული სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“ დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსვლაში იმით, რომ დაარწმუნეს სააკაშვილი ეღიარებინა დამარცხება. ერთიც და მეორეც არის დიდი ტყუილი”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, 2012 წელს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ შტაბიდან წაიღეს ალტერნატიული გამოკითხვების მონაცემები, რომლებიც აჩვენებდნენ ხალხის განწყობის რეალურ და დასავლეთისთვის არცთუ სასურველ სურათს – „ნაცმოძრაობის“ გარდაუვალ მარცხს, შესაბამისად, ამერიკელებს ვერანაირად ვერ გამოუვიდოდათ მორიგ ჯერზე სააკაშვილისთვის არჩევნების მოპარვის „გაპრავება“.
„საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ დატრიალდა უკვე ბევრჯერ დაკრული გაფუჭებული ფირფიტა, თითქოს 2012 წელს „ნაცმოძრაობამ“ ნებაყოფლობით დათმო ძალაუფლება, ხოლო არჩევნებზე საქართველოში ჩამოსული სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“ დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსვლაში იმით, რომ დაარწმუნეს სააკაშვილი ეღიარებინა დამარცხება. ერთიც და მეორეც არის დიდი ტყუილი.
სხვათა შორის, ამ ტყუილს დღეს ტირაჟირებენ იმ დროს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი და მერე გამოგდებული ტიპები (გვარებს არ ვასახელებ), დღემდე რომ თავს იწონებენ ამით, და ინარჩუნებენ მედიის ყურადღებას. ჩვენ შიგნით ვიყავით და გარეთ მყოფებზე უკეთ ვიცით რა და როგორ ხდებოდაო. ზოგიერთი რამ რაც „შიგნით“ ხდებოდა, სხვებმაც ვიცით. კერძოდ, ის რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა „ოცნების“ შტაბიდან წაიღეს ალტერნატიული გამოკითხვების მონაცემები, რომლებიც აჩვენებდნენ ხალხის განწყობის რეალურ და დასავლეთისთვის არცთუ სასურველ სურათს – ნაცმოძის გარდაუვალ მარცხს. თუმცა ეს გამოკითხვების გარეშეც ჩანდა. შესაბამისად, ამერიკელებს ვერანაირად ვერ გამოუვიდოდათ მორიგ ჯერზე სააკაშვილისთვის არჩევნების მოპარვის „გაპრავება,“ როგორც 2008 წელს.
ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, თან იმდენი, რომ ვერავითარი სპეცრაზმი მათ ვერ შეაჩერებდა. ხოლო თუ სააკაშვილი და ნაცმოძი ისევ იძალადებდნენ, რისი განზრახვაც ჰქონდათ, ხალხის პროტესტი არა მხოლოდ მათკენ არამედ დასავლეთისკენაც მიემართებოდა, როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მფარველის, აქედან გამომდინარე შედეგებით. ვერც დასავლურ საზოგადოებაში „გაპრავდებოდა“ ეს ამბავი.
ეს ყველაფერი კარგად გაისიგრძეგანეს აშშ-ში და ამიტომაც შეაჭრეს სენატორებმა სააკაშვილის კაბინეტში და სავარაუდოდ უთხრეს: ჩვენიანი ნაძირალა ხარ, გვიყვარხარ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო რადგანაც აშშ ამჯერად ვეღარ „გაგაპრავებთ“ ქვეყნის მმართველებადო. სამაგიეროდ „ოცნებას“ ვუბრძანებთ რომ ხელი არ ახლონ „ნაცებს“ როგორც პარტიასო.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ელემენტარული ლოგიკა მოვიშველიოთ, თუკი „ნაცმოძი“ მართლა მზად იყო ხელისუფლების გადაცემისთვის, გამოვიდოდნენ და აღიარებდნენ დამარცხებას. თუმცა, ისინი ამას არ აპირებდნენ და ამიტომაც შეასრულა შაჰინ-რიშის დუეტმა მათთვის ფრიად მძიმე და არაკომფორტული მისია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.