ანა კაკაბაძე: მომავალი თაობის სწორად აღზრდა და განვითარება არის და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი

თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ საკრებულოში გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს სკოლები და საბავშვო ბაღები მომზადებული ხვდება.

„მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება ბაგა-ბაღების სააგენტო ამ სასწავლო წელს. აღსაზრდელებს 12 სრულად განახლებული, ასევე 129 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დახვდებათ“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გარდა ინფრასტრუქტურული ცვლილებებისა, ბაგა-ბაღებში მეთოდური ცვლილებებიც განხორციელდა, რაც ბავშვების სწორი აღზრდისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ბაღის აღსაზრდელებს დახვდებათ ახალი სათამაშოები, ახალი მეთოდური სახელმძღვანელოები.

„მომავალი თაობის სწორად აღზრდა და განვითარება არის და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა ანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები