ირაკლი კირცხალია: ჯიმ რიშის განცხადებები შეურაცხმყოფელია
,,ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სენატორ რიშის განცხადებები შეურაცხმყოფელია.
„ეს არის იმ ღალატის ქრონიკის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ ჰელსინკის კომისიაზე. ბატონი რიშის და არა მხოლოდ მისი დამოკიდებულება და განცხადებები შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოების მიმართ. საზოგადოება მათ ღირსეულ და საბოლოო პასუხს გასცემს. ბატონი რიში აშშ არ არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, რომელშიც მონაწილეობა სენატორმა ჯიმ რიშმაც მიიღო. მან საპარლამენტო არჩევნების მოლოდინებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.