ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: ამას ვინ ხვდება, რატომ ეკითხება, რისთვის ირჯება და რა ფუნქცია აქვს პოლიტიკური ჰაერის გაფუჭების მეტი თუ ამიხსნით, მადლობელი დაგრჩებით

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა მდგომარეობაში ოპოზიცია, რომ აი ეს, პოლიტიკური სკუნსი დაგამუნათებს?!”- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ხუხაშვილი რეალობას ამბობს, რადგან რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ნათესავებსაც კი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არჩევს.
„რა მდგომარეობაში ოპოზიცია, რომ აი ეს, პოლიტიკური სკუნსი დაგამუნათებს?!
თუმცა რეალობას ამბობს, რა ხალხთან და ამომრჩეველთან შეხვედრა, საკუთარ ნათესავებსაც პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არჩევს ჩვენი ბეჩავი ოპოზიცია…
მაგრამ, აი ამას ვინ ხვდება, რატომ ეკითხება, რისთვის ირჯება და რა ფუნქცია აქვს პოლიტიკური ჰაერის გაფუჭების მეტი თუ ამიხსნით, მადლობელი დაგრჩებით.
P.S.
ამაზეა ნათქვამი – ” როცა არ გრწყავენ, ხომ უნდა მიხვდე ხე არ ხარო..”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები