“იმაზე, რომ ხაზარაძის დაპირებები არის მითი და ჰაერის ცარიელი ბუშტი, მისი განცხადებები მეტყველებს” – მაჭარაშვილი

“იმაზე, რომ ხაზარაძის დაპირებები არის მითი და ჰაერის ცარიელი ბუშტი, მისი განცხადებები მეტყველებს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის განმარტებით, [ხაზარაძეს] ერთი პროექტი არ აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული.

„მაგალითად ის, რომ ყაზბეგში ამბობდა, რომ იქ არ უნდა იყოს კარგი გზა დაგებული, ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს კარგი, იმიტომ, რომ ტანკები შემოვლენ მერე რუსეთიდანო. ანუ, რუსეთი ისე ვერ შევა, თუ ტრასა არ არის დაგებული. მისი აზრი ასეთია.

რაც შეეხება მის დაპირებებს წალენჯიხაში, ესეც ჩვენ დავინახეთ, რომ ცემენტის ფულიც ვერ გაიმეტა, ბეტონის და რაღაც საბავშვო გასაბერი აუზი შესთავაზა წალენჯიხას. შესაბამისად, მისი ნებისმიერი ეს დაპირება, ათასი ლარი პენსია და ა.შ. რა თქმა უნდა, არის მითი გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა დაინახა, რომ მისი არცერთი ნაბიჯი რეალური არ იყო.

ერთი პროექტი არ აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები