ანრი ოხანაშვილი: ემსახურო შენს ქვეყანას ამ რთული გამოწვევების ფონზე და უზრუნველყო ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და ღირსებით სვლა ევროპისკენ, ეს არის პატივი
,,ემსახურო შენს ქვეყანას ამ რთული გამოწვევების ფონზე და უზრუნველყო ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და ღირსებით სვლა ევროპისკენ, ეს არის პატივი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას” ამის მიღწევა შეუძლია.
„ემსახურო შენს ქვეყანას ამ რთული გამოწვევების ფონზე და უზრუნველყო ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და ღირსებით სვლა ევროპისკენ, ეს არის პატივი. ,,ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია სწორედ ამ მიზნის მიღწევა. ეს ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა ფაქტებით, უწყვეტი, 12-წლიანი მშვიდობით და სტაბილური განვითარებით. „ქართული ოცნების“ გუნდი სწორედ ამიტომ არის ჩვენი ხალხისთვის უალტერნატივო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.