“ჩვენი დიასპორა საკუთარ ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიდ საქმეს აკეთებს და მრავალი მათგანი, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეხმარება” – ოდიშარია

“ჩვენი დიასპორა საკუთარ ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიდ საქმეს აკეთებს და მრავალი მათგანი, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეხმარება”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ მიხარია ხალხთან, განსაკუთრებულ ადამიანებთან შეხვედრა.

იმ ადამიანების გაცნობა, ვინც გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება და სამუდამოდ დაუბრუნდა დედა სამშობლოს.

ჩვენი დიასპორა საკუთარ ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიდ საქმეს აკეთებს და მრავალი მათგანი, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეხმარება,  არამედ სერიოზულ ინვესტიციებსაც მოუძღვება.

განსაკუთრებული მადლობა შალვა პაპუაშვილს მუდმივი მხარდაჭერისათვის და, ასევე, დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს”, – წერს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები