“ის, რაც ევროპაში არის დემოკრატიული და ევროპული, ვერ იქნება ანტიევროპული საქართველოში” – თალაკვაძე

„ის, რაც ევროპაში არის დემოკრატიული და ევროპული, ვერ იქნება ანტიევროპული საქართველოში. ეს არის უბრალოდ დემაგოგია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

დეპუტატის განცხადებით, გამჭვირვალობა  დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

“გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ინფორმირებული საზოგადოება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა. ვინც ამას უპირისპირდება და ამბობს საწინააღმდეგოს, თითქოს გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არის ანტიევროპული და მიუღებელი, იმ ადამიანებს, როგორც ჩანს, რაღაც აქვთ დასამალი. ზეწოლა არავისზე არ იქნება. მარტივია, შეასრულონ კანონის მოთხოვნები და განაგრძონ საქმიანობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები