თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილზე: ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარებით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია

“ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აღებული აქვს ქვეყნის წინაშე, ვერ დააკისრებს ვერცერთი ცალკე აღებული ამ კონფერენციის მონაწილე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

დეპუტატმა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერის სიტყვები შეაფასა, რომელმაც თქვა:  “წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია“.

თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის წინაშე.

“ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარებით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია. ეს გზავნილი უკვე წლებია, ისმის. ეს არის პირდაპირ მუქარა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ მან თავი უნდა დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას, თავი უნდა დაანებოს ქვეყნის ევროპული ინტერესებისთვის ბრძოლას, საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მშვიდობას. ეს არის ფარული მინიშნება, რომ საქართველომ არჩევნების გვერდით ავლით, ამ ხალხის მიერ მართული მარიონეტები და ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები დააბრუნოს ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არასდროს არ დავეთანხმებით და არც საზოგადოება დაეთანხმება, რომ მას ვინმემ ჩამოართვას არჩევანი. რაც არ უნდა მუქარები იყოს, ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011-12 წლებში, შემდეგ წლებშიც და ვინც მას კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის მუქარებით, გავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებებზე არის შეუძლებელი“,  – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები