“არც პირველია ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის და არც მეორე – ის ამერიკა, რომელთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძოდნენ” – პაპუაშვილი

“ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვებული ბოღმისგან დაცლის პერიოდია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიანესა და დევიდ კრამერის ციტატებს აზიარებს.

“წელსაც ეს ახალი, სტუმრისგან მასპინძლის გმობის ტრადიცია არ დარღვეულა. თუმცა, ფაქტია, რომ წლებთან ერთად, ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს.

ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა, ვისმენთ, ამ პოსტისთვის ორი გამოვარჩიე.

ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე – რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე – ამერიკის.

არც პირველია ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის და არც მეორე – ის ამერიკა, რომელთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძოდნენ”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები