საკონსტიტუციო სასამართლოში “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ სარჩელების განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოში “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ სარჩელების განხილვა ამ დროისთვის მიმდინარეობს.
“გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.