“წმინდა სამართლებრივი საკითხია, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საქმიანობისგან” –  ვოლსკი

“წმინდა სამართლებრივი საკითხია, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საქმიანობისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

“ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია შემოჭრილი, თავად ცუცქირიძემაც კარგად იცის, პოლიტიკურ ველზეა გამოსული და ამას არ მალავს თვითონ, რასაკვირველია, აქ გამჭვირვალობა უნდა იყოს. გადადგეს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას დაანებოს თავი და მთლიანად გადმოერთოს პოლიტიკაზე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ანგარიში, საიდან აქვს თანხა და რა თანხას ხარჯავს, ისე, როგორც წარმოადგენს ანგარიშს ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. დანიის საელჩოს ან არ აქვს ცოდნა ან არ აკეთებს განმარტებას. საპირისპირო უნდა დაამტკიცონ, ან უნდა აღიარონ, რომ სწორედაც, დანიის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში,” – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები