“ყველა ვალდებულია, ვისაც სურს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული” – მათიკაშვილი
“ყველა ვალდებულია, ვისაც სურს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ კონკრეტული „ენჯეო“, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან ფინანსდება, დააფუძნა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ანუ „ენჯეომ“ პოლიტიკური პარტია დააფუძნა და დააფინანსა. ეს ფინანსები ქვეყნის ფარგლებს გარედან მოედინება, აქ ორი ვარიანტია ან „ენჯეო“ ატყუებს უცხოელ დამფინანსებლებს, ან კიდევ უარესი, უცხოეთიდან უხეშად ხდება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც დაუშვებელია. როდესაც ჩვენ ვხედავთ ფსევდო ფესტივალებს, სადაც რეალურად, არა დემოკრატიაზე, არამედ ავტორიტარიზმზე არის საუბარი, სადაც არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტები გამოფენილი ბანერების სახით, სადაც არის მოწოდებები მხარდამჭერები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ან პირიქით, კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაზე თავის შეკავების თვალსაზრისით, ეს არის ის პროცესი, რომელიც კონტროლდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ამ ფორმით უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით დაფინანსება, დაუშვებელი და აკრძალულია“, – აღნიშნა დეპუტატმა