“ერთი მეორეზე უკეთესი შეხვედრა-დახვედრების მოწმენი გავხდით უკანასკნელი დღეების განმავლობაში” – ოდიშარია

“ერთი მეორეზე უკეთესი შეხვედრა-დახვედრების მოწმენი გავხდით უკანასკნელი დღეების განმავლობაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

“გუშინ რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა გვიმასპიმძლეს ამბროლაურში!

საოცარი მუხტი, გამარჯვებისათვის მზად მყოფი კრებულის მუხტი მძლავრად მოდიოდა დამსწრე საზოგადოებიდან.

მადლობა ამ საიმედო პატრიოტ ქართველებს მრავალწლიანი ერთგულების და მყარი მხარდაჭერისათვის.

ასეთ ღირსეულ ხალხს კი პარლამენტში დელეგატის სტატუსით სწორედ ისეთი ღირსეული კაცი შეეფერებოდა, როგორიც გოჩა ენუქიძე გახლავთ!!!

სიკეთე და სიხარული ამ კუთხის თითოეულ მცხოვრებს!

წარმატებები გოჩა ენუქიძეს ამ ადამიანების საკეთილდღეოდ!!!”, – წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები