ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 47 მედალი მოიპოვეს

მოლდოვამ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს პირველობაზე 47 მედალი მოიპოვეს. საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართველ მკლავჭიდელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები