“მარო  მაყაშვილი საუკუნოვანი ტრადიციების გამგრძელებელი გმირია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეალები საკუთარ სიცოცხლეს ამჯობინა” – ირაკლი ჩიქოვანი

“დღეს პირველი ქალი ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.

ისტორიულად, ქართველი ქალის მტკიცე სული, მებრძოლი ბუნება და სამშობლოს ერთგულება ყოველთვის სამაგალითო იყო. მარო ამ საუკუნოვანი ტრადიციების გამგრძელებელი გმირია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის იდეალები საკუთარ სიცოცხლეს ამჯობინა და კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში, სხვა ახალგაზრდებთან ერთად გმირულად დაეცა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

“სიმბოლურია, რომ წეროვანში თავდაცვის ძალების სარეაბილიტაციო ცენტრი, სწორედ მარო მაყაშვილის სახელს ატარებს.

დიდება გმირებს!”, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები