რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამოჩენილ საზოგადო, კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს, სამხედრო პერსონალს და ექიმებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა “უკრაინის ლეგენდის” წოდებით სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვიც დააჯილდოვა. მედალი კიევის თეატრალური, მუსიკალური და კინოხელოვნების მუზეუმს გადაეცა.

“ჩემთვის დღეს დიდი პატივია უკრაინის ნამდვილი ლეგენდების დაჯილდოება. ჩვენ ვადიდებთ ყველას, ვინც აძლიერებს ჩვენს ჯარისკაცებს, აძლიერებს და შთააგონებს მათ ყოველდღე. ეს ის ხალხია, ვინც განადიდებს უკრაინას, აძლიერებს ჩვენს თავდაცვას და შთააგონებს უკრაინის ყველა მოქალაქეს. ჩვენ უსასრულოდ მადლიერები და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელმაც გააერთიანა ასეთი პატივსაცემი და ნიჭიერი ხალხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჯილდოების ცერემონიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები