ნინი ბრეგვაძემ აშშ-ის ჰიმნი ნიუ-იორკში, 70 000 მაყურებლის წინაშე შეასრულა

ქართველმა მომღერალმა, ნინი ბრეგვაძემ აშშ-ის ჰიმნი ნიუ იორკში, 70 000 მაყურებლის წინაშე შეასრულა.

მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს შესრულება წარმოუდგენლად დიდი პატივია მისთვის, როგორც ამერიკის მოქალაქეობის ახლად მიღებული ადამიანისთვის.

“ჩემთვის დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის შესრულება, სუპერ ბოულის გამარჯვებულების გვერდიგვერდ, “The Kansas City Chiefs Detroit Lions”-ის წინააღმდეგ. წარმოუდგენლად დიდი პატივია და მადლიერი ვარ, როგორც საქართველოს და ახლა უკვე აშშ-ის მოქალაქე”,- წერს ნინი ბრეგვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები