საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ლოლუა (60 კგ), ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ) მოიპოვეს.

23 აგვისტოდან მედლებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები