ევროკავშირი ტყის ხანძრის საპრევენციოდ, პორტუგალიას თვითმფრინავებს გაუგზავნის

ევროკომისია გაზრდის დახმარებას პორტუგალიისთვის, მადეირაში ტყის ხანძრების აღმოსაფხვრელად, კერძოდ, ქვეყანა მიიღებს დამატებით სახანძრო თვითმფრინავებს,- ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკომისიის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა კოორდინაცია გაუწია Canadair-ის ორი სახანძრო თვითმფრინავის გაგზავნას.

ისინი ესპანეთიდან მადეირაში დღეს, 22 აგვისტოს ჩავლენ.

ეს თვითმფრინავები ადგილობრივ ხელისუფლებას რთულ პირობებში აუცილებელი საჰაერო მხარდაჭერით ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება.

ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსები გამოიყენოს.

წლევანდელი ხანძრის სეზონის წინ, ევროკავშირმა გააძლიერა ევროპის სამოქალაქო დაცვის ფონდის შესაძლებლობები, რომელიც ახლა მოიცავს 28 თვითმფრინავს და ოთხ შვეულმფრენს 10 წევრ ქვეყანაში.

გარდა ამისა, ევროპის მასშტაბით, 12 ქვეყნიდან 560-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, დაეხმარონ ადგილობრივ სახანძრო ბრიგადას.

გუშინდელი მონაცემებით, ხანძარმა მადეირას ტყეების 14% გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები