აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანში სქართველოს ელჩი, ზურაბ პატარიძე გაათავისუფლა.
ამის შესახებ მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებაშია ნათქვამი.
“ზურაბ პატარაძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენისა და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 დეკემბრის №2290 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა დეტალები უცნობია.