“თვეზე მეტია, გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა” – ივანე ჩხაიძე
“ისევ მაღალი რჩება კორონავირუსის გავრცელება, თუმცა, არა ისეთი, როგორც გასულ 2 კვირას იყო”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, კოვიდის ხვედრითი წილი განახევრდა.
“თვეზე მეტია, გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა, ახლა, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი და რინოვირუსია ყველაზე მეტად გავრცელებული.
მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება მსუბუქი მიმდინარეობის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს. არ იწვევენ მძიმე შემთხვევებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას. მათი ზოგადი შეფასება არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე რესპირაციული დაავადება. პედიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების ნაკადით არ მომატებული, სტანდარტული მდგომარეობაა“, – განუცხადა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს”.