“ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტესად, ადამიანთა დაუდევრობაა” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას რჩევებს აძლევს
“ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.
ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა.
გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე”, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.
• ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1501”, – წერია ინფორმაციაში.