ბლინკენი: ნეთანიაჰუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეერთებული შტატების უახლეს წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ „იგივე უნდა გააკეთოს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის რეგიონში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების სახლში დაბრუნების მცდელობით იმყოფება.

მისი თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება „ასევე ასახავს ისრაელის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში“.

ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დღეს „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა“ ჰქონდა.

„პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი აშშ-ის მიერ გასულ კვირას დოჰაში გაკეთებულ დამაკავშირებელ შეთავაზებას ეთანხმება, რათა მხარეებს შორის არსებული განსხვავებები დააკავშიროს. ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები