ზელენსკი: ჩვენი ძალები მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას აკონტროლებენ

This handout photograph taken and released by Ukrainian Presidential press-service on April 1, 2024 shows Ukrainian President Volodymyr Zelensky speaking during a ceremony to award the title of "Hero of Ukraine" and "Golden Star" orders to fallen soldiers, in Kyiv, amid the Russian invasion in Ukraine. (Photo by Handout / UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / HO / UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE " - NO MARKETING NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS

უკრაინის სამხედრო ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში გრძელდება. აგრესორი ქვეყნის 92 დასახლება უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე – „სამხედრო დიპლომატია: სტაბილურობა, იარაღი, გამარჯვება“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები კურშჩინას ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს აკონტროლებენ.

„დღეს ჩვენი ძალები აკონტროლებენ 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მტრის ტერიტორიას და 92 დასახლებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შევსებულია უკრაინის გაცვლითი ფონდიც.

„ზოგადად, ეს ოპერაცია გახდა ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია უკრაინელი ქალებისა და მამაკაცების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში. ჩვენ უკვე დავიჭირეთ ყველაზე მეტი რუსი ტყვე ერთ ოპერაციაში. ეს მნიშვნელოვანი შედეგია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. და ჩვენი ქმედებები გრძელდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები