ნეთანიაჰუმ „ჰამასთან“ მძევლების შესახებ შეთანხმების დეტალები გაამხილა

პალესტინურ მოძრაობასთან, „ჰამასთან“ შეთანხმების პირველ ეტაპზე, ისრაელი ღაზის სექტორში მცხოვრები მძევლების მაქსიმალური რაოდენობის გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურის ოფისში აღნიშნეს, ნეთანიაჰუ აგრძელებს მუშაობას ღაზაში შეთანხმების წინსვლისთვის, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მძევლების გათავისუფლების საკითხს.

ამასთან, მათი თქმით, ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზა-ეგვიპტის სასაზღვრო დერეფანში დარჩნენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს მცდელობები, რათა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი მძევალი გავათავისუფლოთ შეთანხმების პირველ ეტაპზე“, – თქვა ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში ბლინკენთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას „კარგი და მნიშვნელოვანი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები