მეორე დღეა, როსტოვის ნავთობის საცავში ხანძარს აქრობენ

როსტოვის ოლქის პროლეტარსკში, სამრეწველო საწყობში მეხანძრეები აგრძელებენ დრონის ჩამოვარდნისგან გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას,- ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

ნავთობის საცავში ხანძრის ჩაქრობისას, რომელიც უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწყო, დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 18 თანამშრომელი. ოთხი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

“პროლეტარსკის რაიონში ხანძრის სირთულის გათვალისწინებით, მაღალი განგაშის რეჟიმი გადავიდა საგანგებო რეჟიმში. ახლა სასწრაფო სამაშველო დანაყოფების მთელი ძალისხმევა მიმართულია ხანძრის ლოკალიზებაზე”, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ლაბორატორია აკონტროლებს გარემოს მდგომარეობას. დამაბინძურებლების მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება დადგენილი არ არის. მცხოვრებლებისთვის და ხანძრის სხვა ობიექტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ პროლეტარსკში ნავთობის საცავზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები