აზერბაიჯანი სომხეთს მისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

“18 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბასარკეჩარის რაიონის დასახლების ზარკანდის მიმართულებით დისლოცირებული მცირე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ქალბაჯარის რაიონშია განლაგებული”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა აღნიშნულ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები