რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა ჩამოაგდეს

რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში.

„გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმს რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ჰქონდა. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ოთხი უპილოტო თვითმფრინავი ბელგოროდისა და კურსკის ოლქების ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები