რუსეთში, დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში, დრონის თავდასხმის გამო, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ როსტოვის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა.

ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა როსტოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოიგერიეს.

„პროლეტარსკში სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დიზელის საწვავს ცეცხლი გაუჩნდა“, – აღნიშნა გოლუბევმა.

მოგვიანებით მან დაამატა, რომ ხანძრის ჩაქრობა შეჩერდა განმეორებითი უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის გამო და 06:50 საათისთვის სახანძრო მატარებელი ჩავიდა პროლეტარსკში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები