ბექა ოდიშარია: ვისურვებდით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყურადღებით გაეცნონ ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუციების ანგარიშებს და იხელმძღვანელონ მათი შეფასებებით
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყურადღებით გაეცნონ ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუციების, ორგანიზაციების ანგარიშებს და იხელმძღვანელონ მათი შეფასებებით და არა მოღალატე, ჩვენ მიერ მართებულად შერაცხილი მეხუთე კოლონის, „ენჯეოების“ მიერ გაკეთებული ანგარიშებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან ბევრი ნაბიჯით უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს, ძალიან ხშირად უსწრებს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც დასავლეთის ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანას.
„ყოველ ჯერზე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეცნობით ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს, სადაც საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხელისუფლებისა და ხალხის პროგრესი განსაკუთრებითაა აღნიშნული და გამოყოფილი. ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი ნაბიჯით უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს, ძალიან ხშირად უსწრებს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც დასავლეთის ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანას.
ვისურვებდით, მიუკერძოებელი, ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუციების, ორგანიზაციების ანგარიშებს ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები ყურადღებით გაეცნონ და იხელმძღვანელონ ამ შეფასებებით და არა მოღალატე, ჩვენ მიერ მართებულად შერაცხილი მეხუთე კოლონის, „ენჯეოების“ მიერ გაკეთებული ანგარიშებით“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით, საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.