ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურად უფრო ტოტალიტარიზმის ფესტივალი უნდა დაარქვან
“ლოგიკურად უფრო ტოტალიტარიზმის ფესტივალი უნდა დაარქვან. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია – ისინი აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიულ ფესტივალზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დანიის საელჩოს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
„თითქოსდა „დემოკრატიული ფესტივალია“, სადაც ვეღარ მოითმინეს და გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბანერები „თავისუფლება მიშას“ და ასე შემდეგ. ლოგიკურად უფრო ტოტალიტარიზმის ფესტივალი უნდა დაარქვან. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია – ისინი პროპაგანდა-აგიტაციას ეწეოდნენ. ძალიან გულდასაწყვეტია, ის, რომ ამაში ჩართული არიან „ენჯეოები“, დანიის სახელმწიფო ფულით ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება. სამწუხაროდ, დანიის საელჩოს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.