ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც „ნაცმოძრაობას“ პასუხის გაცემა მოუწევს, ეს იქნება საჯარო სასამართლო პროცესი

“ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხის გაცემა მოუწევს. ეს იქნება საჯარო სასამართლო პროცესი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების სამართლებრივ პასუხისგებაზე საუბრისას “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ახლა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის.

„არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც ისინი ამბობენ, რომ სამართლებრივი საფუძველი თვითონ შეუქმნეს რუსეთს, რათა საქართველოს მიმართ აგრესია განეხორციელებინა. რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რითაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. იქ სხვა ტიპის კითხვის ნიშნებიც არის.

ჯერ უნდა მოგვეგო სტრასბურგსა და ჰააგაში სასამართლო პროცესები და ამ სასამართლოებს უნდა დაერქვათ რუსეთისთვის ოკუპანტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პროცესები მოვიგეთ, რუსეთს ჰქვია აგრესორი, ოკუპანტი. ჩვენი სამხედროების წინაშე არანაირი რისკი არ დგას და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები