ლევან მაჭავარიანი: ახლა დადგა დრო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი
მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.
„ჩვენთვის აუცილებელი იყო, რომ მოგვეგო ის პროცესები, რომლებიც სტრასბურგში და ჰააგაში მოვიგეთ და ყველანაირი რისკი მოხსნილიყო, რომ ჩვენს სამხედროებს რაიმე დაჰბრალებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გადავაზღვიეთ და ახლა დადგა დრო, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი“, – აღნიშნა მაჭავრიანმა.