ლევან მაჭავარიანი: არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას
“არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილისა და ბატონი ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორი ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.
„როგორც „ევროპულ საქართველოს“ არ ჰქონდა არანაირი მომავალი და არც აწმყო გააჩნია, მით უმეტეს არასერიოზულია ორი ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება. ისინი აპელირებენ, რომ ინტელექტუალები არიან. შეიძლება ინტელექტუალები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ინტელექტი ინტელექტუალური წესიერებისა და პატიოსნების გარანტს ვერ წარმოადგენს, შესაბამისად, მოსახლეობა ამ ყველაფერს ხედავს და სწორ შეფასებას აკეთებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოდან“ წასულმა გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალ პარტიას „ფედერალისტები“ დაარქვეს.