“ჩვენ წარვადგინეთ დელეგატები, რომლებიც იქნებიან ხალხის ინტერესების გამტარებლები პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წარდგენილი ადამიანები ქვეყნის განვითარებაში ახალ ენერგიას შეიტანენ.
„ადგილობრივი მოსახლეობის ხმის მიტანა პარლამენტში უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ დელეგატები, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებლები პარლამენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს გარკვეული გადახალისება და ეს ადამიანები ახალ ენერგიასა და მუხტს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები უკვე დაასახელა.