მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას გამოეხმაურა.
“ეს უბრალოდ ციფრებში ასახვა, გამოხატულებაა საზოგადოებრივი აზრისა, რომელიც ამასთანავე წინააღმდეგია, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში. იციან, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელიც სწორედ დესტაბილიზაციით ცდილობს ხელისუფლების სათავეში მოსვლას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად – 43 მანდატს.