ბაიდენი აცხადებს, რომ ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს

US President Joe Biden speaks at Abbotts Creek Community Center during an event to promote his economic agenda in Raleigh, North Carolina, on January 18, 2024. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარების იდეა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ წამოაყენა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, მე ვუჭერ მხარს“.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2% მიიღო. როგორც ქვეყნის ოპოზიცია ამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები