“არ ყოფილა „გორბის“ კვლევებზე არცერთი შემთხვევა, როცა აცდენა ყოფილიყოს თვალშისაცემი” – ქადაგიშვილი

“კვლევებთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ როდესაც კვლევებს ვაფასებთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული შედეგები რამდენად რეალურად იქნა ასახული არჩევნებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“არ ყოფილა „გორბის“ კვლევებზე არცერთი შემთხვევა, როცა აცდენა ყოფილიყოს თვალშისაცემი და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკური შეცდომის დონეზე არის ხოლმე განსხვავება კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის.

მიმაჩნია, რომ ეს კვლევები სარწმუნოა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ასახავს იმ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არსებობს ოპოზიცია. ასევე, ასახავს ქართველი ხალხის განწყობა-დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ყველა სხვა კვლევაც აჩვენებს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია, რომ ქვეყანამ შეძლო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები