ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას უფლება აქვს კურსკის ოლქში ნატოს იარაღი გამოიყენოს

უკრაინას უფლება აქვს ნატოს მიერ მიწოდებული იარაღი კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაში გამოიყენოს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.

„ეს უკრაინული იარაღია. ნატოს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა დაადგინა, რომ თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებასაც“, – აღნიშნა ბრაჟემ.

ამასთან ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ უკრაინული ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ და მას პროპაგანდა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები