ირაკლი ქადაგიშვილი: მათ გაერთიანებაში პრინციპული არაფერი დევს

“დღეს მთავარია, იქნებ რამენაირად ერთმანეთით რაიმე სარგებელი მიიღონ და არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახონ”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას.

ქადაგიშვილის თქმით, ამ გაერთიანებაში პრინციპული არაფერია.

„მათ გაერთიანებაში პრინციპული არაფერი დევს. რა მნიშვნელობა აქვს, გუშინ რას ეძახდნენ ერთმანეთს და როგორ მოიხსენიებდნენ. დღეს მთავარია, იქნებ რამენაირად ერთმანეთით რაიმე სარგებელი მიიღონ და არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ის, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არანაირი პრინციპი არ უდგას, დედა პარტია „ლელოს“ ისტორიაც ამის მაგალითია, როდესაც მისი ლიდერები პოლიტიკაში მოვიდნენ თავიანთი წარუმატებელი ბიზნესპროექტის გამო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები