რუსეთი გამოიყვანს თავის სამხედრო ძალების ნაწილს უკრაინიდან, რათა უპასუხოს უკრაინის თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.
ამერიკელ ანალიტიკოსებს ჯერ არ განუცხადებიათ, რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს რუსეთს კურსკის რეგიონში, ჯერ არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე. მაგრამ, როგორც გამოცემა იუწყება, ეს ადასტურებს უკრაინელი წარმომადგენლების განცხადებების მართებულობას, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულმა ოპერაციამ აიძულა მოსკოვი, გაეყვანა ჯარები უკრაინის საბრძოლო ზონიდან.