მერია: სამტრედიაში სოფელ ბაშის კულტურის ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან ერთად დღეს ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გავიდა.
მერიისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბაშის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, ბინი” ახორციელებს.
60-იან წლებში აშენებულ შენობას სრული რეკონსტრუქცია პირველად უტარდება. პირველ ეტაპზე გამოიცვალა სახურავი, შიდა კომუნიკაციები, დაემატა სველი წერტილები, მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ახლადრეაბილოტირებული კულტურის სახლს ძველი ფუნქცია შეუნარჩუნდება, შენობაში სარეპეტიციო სივრცე დაეთმობა სოფლის ცეკვის ანსამბლს, დაგეგმილია ხალხური სიმღერის ჯგუფის გახსნა.
,,ვინაიდან სოფელი ბაში ქალაქ სამტრედიასთან დიდი მანძილითაა მოშორებული ადგილზე გვინდა შესაბამისი პირობები შეიქმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ შენობის სრულ რეაბილიტაციას, სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით, ვიზუალური დათვალიერებით ხარისხიანად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში ბაშის კულტურის ცენტრს გავხსნით, რითაც გავახარებთ ადგილობრივ მოსახლეობას”,- აცხადებს დავით ბახტაძე.