ბრაზილიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა.
ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა.
ავიაკომპანია Voepass-ის ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.