ბრიტანული კინოაკადემიის 67-ე დაჯილდოების ცერემონია

16 თებერვალს, 01 საათზე, ტელეკომპანია “GDS“-ის პირდაპირ ეთერში ბრიტანული კინოაკადემიის 67-ე დაჯილდოების ცერემონია გადაიცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ცერემონიის პირდაპირ ეთერში გადაცემის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ტელეკომპანია “GDS“-ს აქვს. ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება ყოველწლიური კინომოვლენა, რომელიც ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) მიერაა დაწესებული. თავისი მნიშვნელობით მას ამერიკული “ოსკარის“ შემცვლელსაც უწოდებენ. კინოფესტივალი 2000 წლიდან ტარდება. პირველი დაჯილდოება კინოთეატრ “ოდეონში“ ლონდონში, ლეიცსტერის მოედანზე გაიმართა. ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის ჯილდო ყოველწლიურად საუკეთესო სატელევიზიო, ანიმაციურ და კინოფილმებსა და ვიდეო თამაშებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები